გამოკითხვა ავჭალის პოლიციაში

ამ  დრომდე ეძებენ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელს, რამაზ გერლიანს. ახლობლები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ. მათი განცხადებით, გერლიანის ავტომობილი ავჭალის პოლიციასთან იპოვეს. ამ წუთებში პოლიციაში ოჯახის წევრები და ყოფილი მეუღლე იკითხებიან. გერლიანის ადვოკატის განცხადებით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა.