თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. ე.წ. მასტერპლანზე აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV GEORGIA საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უშუალო ჩართულობით მუშაობს. მიმდინარე პროცესი და ინფრასტრუქტურა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე გამგზავრებისა და ჩამოფრენის ტერმინალები
აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა დაათვალიერა.