თბილისის მთავრობის სხდომა

„დედაქალაქის გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომლითაც ქალაქის სწორ განვითარებას შევძლებთ“, –  განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძის თქმით, მერიისა და „სითი ინსტიტუტის“ სამთვიანი მუშაობის შედეგად, საკრებულოში გადაიგზავნა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. კახა კალაძის განცხადებით, გენგეგმასთან დაკავშირებით, შედგა შეხვედრა დეველოპერებთან.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ  მისთვის გასაკვირი და გაუგებარია ოპოზიციის დამოკიდებულება და კრიტიკა დოკუმენტთან  დაკავშირებით.