კახა კალაძე - გარეუბნები უნდა განვითარდეს, არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე
კახა კალაძე - გარეუბნები უნდა განვითარდეს, არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე

გარეუბნები რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს და არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარეუბნების განვითარებისთვის აუცილებელია იმ ტერიტორიების სწორად ათვისებს, სადაც ადრე ქარხნები და საწარმოები იყო.

„ჩვენ გვაქვს „ბრაუნფილდები“, ეს არის ე.წ ძველი საწარმოს ტერიტორიები, სადაც იყო ქარხნები და საწარმოები. ამ ტერიტორიების სწორად ათვისება და განვითარება უნდა მოხდეს. ქალაქის ბევრ რაიონში არის ასეთი ადგილები, ბევრი შეიძლება კერძო საკუთრება იყოს, მაგრამ ამ ადამიანებს დავეხმარებით, შევქმნით სპეციალურ გეგმებს, წარვუდგენთ, როგორ უნდა მოხდეს მთი განვითარება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.