„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება – გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს სოციალური სტატუსის მიუხედავად, ყველა პირს 100 პროცენტით დაუფინანსებს. აღნიშნული პროგრამა 2021 წელს დაიწყო და დღემდე 100-პროცენტიან დაფინანსებას მხოლოდ სოციალურად დაუცველები იღებდნენ.