დასრულდა თბილისის გრან-პრი ძიუდოში, რომლის ტრიუმფატორი საქართველოს ნაკრები გახდა. მამაკაცთა შორის 7 წონით კატეგორიაში ჩვენმა სპორტსმენებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხეს. ამას დაემატა ერთი ბრინჯაოს მედალი ქალთა შორის -70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, რომელიც მარიამ ჭანტურიამ მოიპოვა და საქართელოს მთლიანი მონაგარი 14 მედალია.
პრესტიჟული ტურნირის ჩეპიონები გახდნენ ლუხუმ ჩხვიმიანი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და გურამ თუშიშვილი, ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი პაპუნაშვილმა, ფრიდონ გიგანმა და ამირან პაპინაშვილმა, ბრინჯაო კი ლაშა ჩადუნელმა, თემურ ნოზაძემ, ნუგზარ ტატალაშვილმა, ონისე სანებლიძემ, ლევან მატიაშვილმა და მარიამ ჭანტურიამ.