ძიუდოში თბილისის გრან-პრი გაუქმდა

თბილისის გრან-პრი, რომლის გამართვაც ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება. ეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის განცხადებიდან გახდა ცნობილი. ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2020 წლის აპრილის ბოლომდე ჩანიშნული ყველა ტურნირი გააუქმა. მიზეზი კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისი და უსაფრთხოების ნორმების დაცვაა, რის გამოც ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ გადაწყვეტა, მსოფლიო მასშტაბით არსებულ უსაფრთხოების ნორმებს დაემორჩილოს.

საქართველოს პირველ არხთან კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა გააკეთა. მან არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის კრიზისის დასრულების შემდეგ ტურნირი თბილისში მაინც გაიმართოს.