„TBC ბანკზე“ თავდასხმის საქმე

„TBC ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულს პროკურატურა ყაჩაღობას ედავება. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იარაღი, რომლითაც მამაკაცი ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიჭრა, სათამაშო იყო. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და მომხდარს ოჯახში არსებული პრობლემებითა და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით ხსნის. როგორც ირკვევა, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე, მამაკაცმა ბანკის შენობა დატოვა და სახლში წავიდა. თავდასხმა ორი დღის წინ მოხდა.