სროლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხედრო ბაზაზე. თავდასხმას სამი ადამიანი შეეწირა, რვა კი დაიჭრა. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედის ლიკვიდირება ადგილზე მოახერხეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი საუდის არაბეთის სამხედრო საჰაერო ძალების ლეიტენანტი იყო, რომელიც შეერთებულ შტატებში წვრთნას გადიოდა. საქმე უკვე ჩაიბარა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ. დონალდ ტრამპმა კი მომხდართან დაკავშირებით, საუდის არაბეთის მეფესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.