როგორია „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ მონიტორინგის შედეგები. გამოიკვეთა, რომ დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში უფრო მეტად იკვეთება ისეთი დარღვევები, როგორიც ელექტროსიგარეტის მოხმარებაა. „თამბაქოს კონტროლის ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, ელექტროსიგარეტი ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა. მან მოსახლეობას შეახსენა, რომ კანონმდებლობა დახურულ სივრცეში ელექტროსიგარეტის მოწევასაც კრძალავს.