თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ახალგაზრდა გოგონას მამა პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ამასთან, საქმის მასალები უკვე გადაეცა ოჯახის ადვოკატს. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მთელი რიგი შეკითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემელია. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში არ დევს დრონით გადაღებული კადრები, რომლითაც სამართალდამცველები გაუჩინარებულ მანქანას ეძებდნენ.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ არაერთი ექსპერტიზაა ჩასატარებელი, მათ შორის ავტომობილში აღმოჩენილი ხელნაწერების კალიგრაფიული შესწავლა, ამიტომ ადვოკატს უკვირს, რატომ გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგზე ყურადღება ფსიქოლოგზე.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დღეს დაკრძალეს.