თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ინტერესების დამცველის თქმით, საგამოძიებო უწყებაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა მოითხოვა. ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. რამიშვილის განმარტებით, პროკურატურის კითხვები შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებებს ეხებოდა.