გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფება. მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ის საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების გაცნობას გააგრძელებს. უფლებადამცველის თქმით, საქმეში საკმაოდ დიდი რაოდენობის ვიდეოჩანაწერებია და ჯერჯერობით ისევ უცნობია ექსპერტიზის საბოლოო პასუხი. მისივე თქმით, პროკურატურა საქმის გაჭიანურებას ცდილობს და საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართვას არ ჩქარობს.