თაღლითობის სქემა

პროკურატურამ თაღლითური სქემა გახსნა. უწყებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრს ბრალდება წარუდგინა. მათ შორის საქართველოს ათი მოქალაქეა და ერთი ისრაელის.

დანაშაულის გახსნა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ევროჯასტთან“ საერთაშორისო თანამშრომლობით შეძლეს. უკვე იდენტიფიცირებულია ევროკავშირის ათეულობით დაზარალებული მოქალაქე, ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა 620 000 ევროს შეადგენს. საქმეზე გრძელდება გამოძიება.