თაღლითური სქემა - საგამოძიებო მასალები

თაღლითური სქემა და 50-მდე დაზარალებული – შპს „დემეს“ დამფუძნებელზე ძებნა ცხადდება.

კომპანიას მოქალაქეები ათეულობით ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ. საუბარია თანხაზე, რომელიც დაზარალებულებმა შპს-ს ანგარიშზე ავეჯის დასამზადებლად ჩარიცხეს. ჯამში საუბარია თითქმის ნახევარ მილიონ ლარზე. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ძებნილმა თეონა ძიძიგურმა მოქალაქეები ყალბი სარეკლამო რგოლებით და შეთავაზებებით მიიზიდა.