თბილისში, ტერიტორიაზე, სადაც მიუსაფარმა ძაღლმა მოზარდი გაკაწრა, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ძაღლების სავალდებულო ვაქცინაციას და მონიტორინგს ახორციელებენ. ამ დრომდე იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლი ცოფით დაიღუპა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შევიდა. ლაბორატორიულმა კვლევამ მას ცოფი დაუდგინა. შეტყობინების მიხედვით, შეტყობინების ავტორს არ აქვს მოზარდისა და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია. სააგენტო მოზარდის მშობლებს ბავშვის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისა და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს.