სტიქია კახეთში

სტიქია კახეთში. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. წყლის ამოტუმბვით სამუშაოებებს საგანგებო სიტუაციების სამსახური აწარმოებს. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.