გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერმა წვიმამ გზები დააზიანა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერმა წვიმამ გზები დააზიანა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, გამთენიისას მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ხევები ადიდდა და შიდა საუბნო გზები დაზიანდა.

სტიქია იყო ძირკოკში, კოლაგში, ვეჯინში, ბაკურციხეში, კარდენახში, შაშიანსა და კალაურში.
სოფელ კალაურში დატბორა ვენახები.

„ტექნიკა მუშაობს და გზა იწმინდება. წყალი როგორც კი დაიკლებს, კაპიტალურად გავაკეთებთ. ტექნიკით გვეხმარება მელიორაცია, საგზაო დეპარტამენტი და კომპანია „ბლექ სი გრუპი“. აღნიშნულ სოფლებში ადიდებულმა ხევებმა შიდა საუბნო გზები გააფუჭა. უხვი ნალექის შედეგად, სოფლების 60%-ში გზები დაზიანდა. რამდენიმე დღის წინ სოფელ კალაურში ხევის ნაპირები გავამაგრეთ, მაგრამ უხვი ნალექის გამო მაინც გართულდა სიტუაცია“, -განუცხადა პირველ არხს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.