სტიქია კახეთში - დატბორილია საცხოვრებელი სახლები

კახეთში სტიქიისგან დაზარალებულ სოფლებში სამუშაოები ისევ გრძელდება. მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა, შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად სიღნაღის სოფლებში მობილიზებულია ტექნიკა. კახეთში მდინარეები ადიდდა ძლიერი წვიმის შედეგად. სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა. რამდენიმე მოსახლეს წყალი სახლშიც შეუვარდა. სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. სანიაღვრე არხებმა უხვი ნალექი ვერ გაატარა, დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.