ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის სოფლები, ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური დააზარალა
ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის სოფლები, ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური დააზარალა

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი, ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური დააზარალა.

უხვი ნალექი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა, დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.

როგორც პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, ადგილზე უკვე მუშაობს სამაშველო სამსახური და მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარება.

მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხალხს დავეხმაროთ”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.