სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში 22-23 ივლისს ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

17:10, 22.07.2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი