ძლიერმა წვიმამ სიღნაღის სოფლები დააზარალა

კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები და ხევები ადიდდა. სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დააზარალა.

როგორც პირველ არხს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გოგი გოგილაშვილმა განუცხადა, ძლიერი ნიაღვრისგან დაზიანებულია შიდა საუბნო გზები. „ანაგასა და ვაქირში ახლა ვაგზავნით ტექნიკას, გზები წყალმა ქვა-ღორღით გაავსო, რამდენიმე მოსახლეს წყალი სახლშიც შეუვარდა“,- განაცხადა გოგილაშვილმა.

სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარშიც.