სპორტის მუზეუმის დირექტორი ნინო სალუქვაძე იქნება. ის დღეს მინისტრმა პირადად წარადგინა. ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი და არაერთი ტიტულისა და რეკორდის მფლობელი, დღეიდან ქართული სპორტის მუზეუმზე იზრუნებს.
2018 წელს სპორტის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმში გაერთიანდა, სპორტის ექსპონატები კი, სანამ ცალკე შენობა არ გამოიყოფა, ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზის საცავებში ინახება.