სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფისის პროექტის პრეზენტაცია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათავო ოფისის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გამართა. მთავრობის ხელშეწყობით, სამსახურს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც მშენებლობა დაიწყება. 150 თანამშრომელზე გათვლილი ახალი სათავო ოფისი ხუთსართულიანი იქნება. ბიუჯეტი 15 000 000 ლარია. მშენებლობა დასრულდება 20 თვეში.