რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ ფერმერებმა იმისთვის, რომ მთავრობის შეღავათებითა და დახმარებით ისარგებლონ. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ერთ ჰექტარზე ფერმერი 200-ლარიან სუბსიდირებას, 150 ლიტრ აგროდიზელზე ერთი ლარით ნაკლებ ფასის გადახდასა და ასევე წყლის საფასურისგან სრულად გათავისუფლებას შეძლებს.
ამ დროისთვის სულ 200 ათასი ფერმერია და მათთვის 300 მილიონი ლარია გამოყოფილი. პრეზენტაცია მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში წარადგინეს. მარიამ ბერძენიშვილი მოგვიყვება ამის შესახებ უფრო ვრცლად – რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ფერმერები.