სოფელ მეჯვრისხევში 12 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

12:15, 12.06.2018

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, 12 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. Ⴋოსახლეობის ინფორმაციით, წყალი შენობების პირველ სართულსა და სარდაფებში შევიდა. ადგილზე დროულად დაიწყო სამაშველო სამსახურმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. სპეციალური კომისია ზარალს დილიდან ითვლის.

~

 

მსგავსი