საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. საღამოს საათებში შედარებით გამოიდარებს, ღამის საათებში კი იწვიმებს მხოლოდ ზოგიერთ რაიონში.

ქვეყნის მასშტაბით ხვალ, 13 ივნისს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 13 ივნისს დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჰაერის ტემპერატურა დღეს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ივნისს კი 2 – 3 გრადუსით მოიმატებს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, დასავლეთში მდინარეების ადიდება  მოსალოდნელი არ არის.

„ამინდი გუშინ განპირობებული იყო ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით გრილი ჰაერისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. დღეს დასავლეთ საქართველოში კვლავ ნარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატატურა მოსალოდნელია 32 გრადუსამდე, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთიდან გავრცელებულმა თბილმა ჰაერის მასებმა პროცესი შესაძლოა კვლავ გაააქტიუროს და არ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთ ადგილებში, ასევე დედაქალაქის ცალკეულ უბნებში, ასევე დედაქალაქის ცალკეულ უბნებში აღინიშნოს ძლიერი წვიმა. ამ საღამოს ინტენსივობა შესუსტდება და ხვალ, დღისით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ რაიონებში, ზოგგან მოიმატა წყლის დონემ, დასავლეთში კი უნალექო ამინდი გვიჩვენებს, რომ მდინარეების ადიდება არ არის მოსალოდნელი”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.