ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმა იყო ღამით დედაქალაქში. უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გლდანში, მუხიანსა და დიღომში. სახანძრო- სამაშველო და მერიის სპეციალური სამსახურის წარმომადგნელები, გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. 153 შეტყობინება შევიდა საგანგებო სიტუაციების სამსახურში. ღამით ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა თუმცა საბურთალოს ახალ გზაზე გადაადგილება დილიდან აღდგა. ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან.