მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]
მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]

გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. მიწისქვეშა გადასასვლელიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან წლის ამოტუმბვა დასრულდა.

როგორც ჟურნალისტებს გლდანი-ნაძალადევის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა, გლდანი-ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

„გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე უხვი ნალექის გამო დატბორილი იყო რამდენიმე ადგილი. ახმეტელის მეტროს ტერიტორიაზე წყალი 40 სანტიმეტრამდე იყო. საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან. ამ დროისათვის მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. წყლის დაგროვება სავარაუდოდ სანიაღვრე სისტემის პრობლემა იყო“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმის გამო, გლდანში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დატბორილი იყო მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და მიწისქვეშა გადასასვლელი.