სოფელ ჭართალში საბავშვო ბაღი გაიხსნა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალში საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ბაღი 25 ბავშვზეა გათვლილი. ადგილობრივების თქმით, ამ პროექტის განხორციელებას ისინი წლები ელოდნენ. ბაღში ზამთრის სეზონის დადგომამდე დაგეგმილია ცენტრალური გათბობის შეყვანა, ასევე ეზოში მოეწყობა სპორტული მოედანი.