პრობლემები საბავშვო ბაღში

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დარღვეული სტანდარტები – ასეთი სურათია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღში, რომელიც საცხოვრებელ სახლშია გახსნილი.

სკოლამდელ დაწესებულებას 30-მდე აღსაზრდელი ჰყავს. ბაღის ხელმძღვანელობის და მშობლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ახალი საბავშვო ბაღის აშენება ან ფართის გამოყოფა ჯე ვერ ხერხდება.