ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უნდა გადადგეს – ესაა რობერტ ფიცოს განცხადება. მისივე თქმით, ევროკავშირი წარმოადგენს სლოვაკეთის „საცხოვრებელ სივრცეს“ და მისი ქვეყანა კვლავ ალიანსის განუყოფელ ნაწილად რჩება. ფიცოს თქმით, მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, სლოვაკეთს ძლიერი და სტაბილური მთავრობა სჭირდება. სამხედრო ჩართულობასთან დაკავშირებით ფიცომ აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით სლოვაკეთი უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის, სამაგიეროდ, მისი ქვეყანა ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს.