თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში
ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. განხილვის თემაა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებები და ის, თუ როგორ ჩაერთოს უკრაინული თავდაცვის ინდუსტრია ევროპულ წარმოებაში. დღის წესრიგშია ევროპაში აშშ-ის ჯარის რაოდენობის გადახედვაც. ამ საკითხზე მინისტრები პენტაგონის წარმომადგენელ ელბრიჯ კოლბთან ისაუბრებენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირება მოსალოდნელია, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-თან მოლაპარაკებებმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამან ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეუქმნას.