პოლონეთის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

15:29, 17.11.2026

პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ანგარიშები გაყინოს. ბანკი მიიჩნევს, რომ აქვს საფუძველი შეაჩეროს ტრიბუნალის საგადახდო დავალებების შესრულება. მიზეზი ის არის, რომ ბანკს ტრიბუნალის თანხების განკარგვის უფლების შესახებ ორი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტაცია წარუდგინეს. დავა 30 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მოსამართლე ანა კორვინპიოტროვსკამ ტრიბუნალის თავმჯდომარის, ბოგდან შვენჩკოვსკისა და მისი მოადგილის, ბართლომიეი სოხანსკის უფლებამოსილება შეაჩერა. მისი თქმით, ტრიბუნალის ხელმძღვანელობა პარლამენტის მიერ არჩეულ ოთხ ახალ მოსამართლეს სამუშაოს დაწყებას უშლის ხელს. პრეზიდენტი ნავროცკი კი ამბობს, რომ ისინი მის წინაშე ფიცის დადების გარეშე, უფლებამოსილებას ვერ განახორციელებენ. ბანკის განცხადებით, ტრიბუნალის ხელმძღვანელობის დავის გადაწყვეტა მის კომპეტენციას არ განეკუთვნება, თუმცა იმის დადგენა, ვინ მართავს ტრიბუნალის სახსრებს, ფუნდამენტური საკითხია.

მსგავსი