იმიერკარპატების ოლქზე რუსეთის თავდასხმების გამო, უნგრეთი ორი დღით უკრაინასთან სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს

16:25, 17.11.2026

უნგრეთი ორი დღით უკრაინასთან სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, ამის მიზეზი რუსეთის თავდასხმებია იმიერკარპატიის ოლქზე.

მადიარის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს რუსული დრონი მუკაჩევოს სადგურიდან 300 მეტრში ჩავარდა. მისივე ინფორმაციით, ამ ინციდენტის დროს უნგრეთიდან ჩასული მატარებლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ იმიერკარპატიაზე თავდასხმის სამი ტალღა განახორციელა, ძირითადად მუკაჩევოსა და უჟჰოროდის გარშემო.

„ეს იმიერკარპატიაზე პირველი საჰაერო თავდასხმა არ არის და, სამწუხაროდ, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი იქნება“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი