სკრიპალების საქმე

რუსული დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებენ, კამერის წინ პირველად ჩნდებიან. მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები დიდ ბრიტანეთში ჩასვლის მიზეზებზე განმარტებებს აკეთებენ.

ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი ამტკიცებენ, რომ ქალაქ სოლსბერიში კათედრალის სანახავად იყვნენ ჩასულები. თუმცა, მათ წინააღმდეგ სერიოზული მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოჩანაწერები აქვს სკოტლანდ-იარდს, რომელიც რუსეთის ორივე მოქალაქეს დაკითხვაზე იბარებს.

კრემლისგან მართული მედიასაშუალების მიერ ჩაწერილ ინტერვიუს ოფიციალური ლონდონის მწვავე რეაქციები მოჰყვა.