სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა განახლდა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გარეშე.

სხდომის გადადების მიზეზი სიტყვიერი დაპირისპირება იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა სხდომაზე საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან” გელა თოლორაია არ შეუშვეს. მათი თქმით, თოლორაია საკრებულოში მათი პარტიის სიით მოხვდა.

სხდომაზე ხმაური მოყვა მურთაზ ზოდელავას მოთხოვნასაც, რომელიც დღის წესრიგში ცვლილებებს ითხოვდა. კონკრეტულად, პირველ საკითხად დეპუტატებს უნდა განეხილათ სოფელ რუხისა და განმუხურის მოსახლეობის პრობლემები. აღნიშნულ მოთხოვნას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.