ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დაფუძნების საკითხის განხილვა ხმაურსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„კარგი იქნებოდა, თქვენ შეგექმნათ პოლიტიკური მეძავების ფრაქცია“, – ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ დეპუტატებს.

ამის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ორივე დეპუტატს სახისა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნება.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.