სისხლის დონორის მსოფლიო დღე

სისხლის უანგარო დონაციის მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა. მიზეზად დაბალი ცნობიერება და არასაკმარისი ინფორმირება სახელდება. ყველაზე მაღალი აქტივობა წელიწადში ერთხელ, ანუ სისხლის დონორთა საერთაშორისო დღეს არის, რომელსაც მსოფლიო ყოველი წლის 14 ივნისს აღნიშნავს.

თარიღის აღნიშვნას შეუერთდა საქართველოს პირველი არხიც. მომავალი წლიდან გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. აიკრძალება ანაზღაურების სანაცვლოდ სისხლის ჩაბარება. იგეგმება საინფორმაციო და წამახალისებელი კამპანია, რათა სისხლის უანგაროდ გაცემის მაჩვენებელი გაიზარდოს.