დღეიდან „სინოვაკით“ აცრა დაიწყო, ეს ჩინური წარმოების მეორე ვაქცინაა – საქართველომ 100 ათასი დოზა საჩუქრად მიიღო. შესაძლებელი იქნება 50 ათასი მოქალაქის აცრა. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 13 ათასი პირი. „სინოფარმის“ მსგავსად, ეს პრეპარატიც ნაკლები გვერდითი მოვლენებით გამოირჩევა და არც ასაკობრივი შეზღუდვა აქვს. იმუნიზაციისთვის საჭიროა ორი დოზა, რომელიც 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა სპეციალისტები ჯანმოს დასტურს უახლოეს პერიოდში ელოდებიან.