შსს-მ თბილისში გუშინ საღამოს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, გუშინ საღამოს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. ცხელ კვალზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. 28 წლის მამაკაცი  განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს.

დაკავებულს მის ორ ნაცნობთან კონფლიქტი მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულმა ორივე მათგანს სხეულზე დანით დაზიანებები მიაყენა. ერთ-ერთი ადგილზე, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი კლინიკაშია გადაყვანილი.

საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-დან 20-წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.