მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ინციდენტი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა. დაზიანებები მას სახის არეში აქვს მიყენებული და სამედიცინო გამოკვლევისთვის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფებოდა. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.