შსს არასრულწლოვნების საქმეზე გარემოებების დასადგენად გამოძიებას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი გარემოებების დასადგენად, გამოძიებას იწყებს. უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ  მათი მთავარი მიზანია, დადგინდეს პირები, რომლებიც არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ცდილობდნენ ფაქტების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას, რითიც გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ.