გიორგი მარგველაშვილი გიგა ოთხოზორიას მამის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გიორგი მარგველაშვილი გიგა ოთხოზორიას მამის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მამის გარდაცვალების გამო, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს. შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალების გამო. უმძიმესი და მოუშუშებელია ის ტკივილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მიაყენა ოთხოზორიების ოჯახს გიგას მკვლელობით. ბატონი ზურაბი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ ისევ დაუსჯელები არიან. ქართველი ხალხი არ შეეგუება იმ ისტორიულ უსამართლობას, რომელსაც რუსული ოკუპაცია ჰქვია და არ დაიღლება ქვეყნის გამთლიანებისათვის ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს”,-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.