შს სამინისტრომ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული  ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,  ჰეროინს შეიცავს.

ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, დაკავებული  ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.