საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

15:18, 08.08.2023

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ბედოიძემ და მინისტრის მოადგილეებმა დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამინისტროს ეზოში 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

2008 წლის ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა.

მსგავსი