შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. „გლობალური სოლიდარობა – საერთო პასუხისმგებლობა“, – ასეთია წლევანდელი მოწოდება. პირველ დეკემბერს ამ თარიღის აღნიშვნა მსოფლიო საზოგადოების აივ-ინფექციის გავრცელებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით დაწესდა. მისი აღნიშვნა 1988 წელს დაიწყო.