საქართველოში შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი დაიწყო – სამკვირიანი შეზღუდვის შემდეგ, დღეიდან ავტომობილებით თბილისში შემოსვლა და გასვლა შეუფერხებლადაა შესაძლებელი. ასევე, იხსნება სავაჭრო ობიექტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების გარდა. დაგეგმილზე ადრე შეზღუდვების მოხსნა საქართველოში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გახდა შესაძლებელი.
მარიამ ბერძენიშვილს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით – რისი უფლება გვაქვს დღეიდან და როგორია შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი?