ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. მკაცრი რეჟიმი გაუქმდა დასახლებებში – ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი. თუმცა, ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.
რაც შეეხება მუშევანს, აქ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. დასახლების ერთ მცხოვრებს ვირუსი გვიან ღამით დაუდგინდა. ამ დროისთვის ბოლნისში „კოვიდ-19“-ის 151 დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი. 66-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. სამი გარდაცვლილია. მუნიციპალიტეტიდან ლუგარში კიდევ 145 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა.
გიორგი კობერიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.