შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპის ფარგლებში, სკოლებთან ერთად, დღეიდან კვების ობიექტების ღია სივრცეები იხსნება. კაფე-ბარები მუშაობას შესაბამისი წესების დაცვით განაახლებენ, რაც თერმოსკრინინგს, მაგიდებს შორის დისტანციას, ასევე სადეზინფექციო სამუშაოებს მოიცავს. ამასთან, მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება დაუშვებელია. რესტორნებში რეგულაციების აღსრულების მონიტორინგს შრომის ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში განახორციელებს.